აუცილებელი არ არის, გადახდის ინტეგრირება სირთულეს წარმოადგენდეს. ჩვენ მას სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო პროცესად ვაქცევთ. თავად შექმენით თქვენთვის კომფორტული გადახდის სისტემა თქვენს ვებგვერდზე და მიიღეთ ონლაინ გადახდა წუთებში.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხშირი პრობლემების გამო, სტუმრებისთვის ნაკლებად კომფორტულია საბარათე მონაცემების ხელით შეყვანა. მიეცით მათ საშუალება გადაიხადონ უსაფრთხოდ, თქვენ კი გაზარდეთ თქვენი კონვერტაციები.
დაივიწყეთ საბანკო ოპერაციებთან და გადახდის ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები. ექსტრანეთვორქის Payment Gateway-ის ინტეგრირებას თქვენს ვებგვერდზე სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული უმაღლესი სტანდარტებისა და მარეგულირებელი ლიცენზიების (Level 1 PCI-DSS and PSD2 SCA compliant technology) მეშვეობით, თქვენი სტუმრების საკრედიტო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საბანკო ოპერაციების განხორციელება წარსულს ჩაბარდა. თქვენს სტუმრებს შეუძლიათ გადაიხადონ დისტანციურად.
მოლაპარაკებების წარმოება მესამე მხარესთან და ორმხრივი გადახდები საკმაოდ დიდ სტრესთან ასოცირდება. პროცესების გასამარტივებლად, გააციფრულეთ თქვენი გადახდები.