ჩვენ გვესმის თვენი.
ექსტრანეთვორქი არის პროვაიდერი, რომლის დახმარებითაც, სასტუმროს მენეჯმენტი ჭკვიან და მარტივ პროცედურად გარდაიქმნება. კომპანია 2020 წელს დაარსდა, ორი გამოცდილი სასტუმრომეპატრონის მიერ. ინდუსტრიაში მოღვაწეობის პერიოდში დაგროვებული ნოუ-ჰაუ და ყოვლისმომცველი ბაზრის ცოდნა, საშუალებას აძლევს ჩვენს დამფუძნებლებს გააცნობიერონ, რა სჭირდებათ სასტუმროებს და რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი.
ექსტრანეთვორქი არის ქლაუდზე დაფუძნებული არხების მართვის პლატფორმა, რომელიც ეხმარება სასტუმროებს გაზარდონ თავიანთი ონლაინ ხილვადობა და ბრენდის ცნობადობა, ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა, გააუმჯობესონ შემოსავალი და მოგების მაჩვენებელი.
ექსტრანეთვორქი შექმნილია იმისთვის, რომ აღმოფხვრას ყველა პრობლემა, რომელთაც დამოუკიდებელი სასტუმროები აწყდებიან ყოველდღიურ ოპერაციებში. ჩვენ ვეხმარებით სასტუმროებს დროისა და ფულის დაზოგვაში მონაცემთა ნაკადებისა და პროცესების ავტომატიზირებით. ასე რომ, თქვენ აღარ მოგიწევთ დროის ხარჯვა სხვადასხვა არხზე ინფორმაციის მექანიკურ განახლებაში.
ჩვენ ვამარტივებთ ტექნოლოგიებს, რომ თქვენ მხოლოდ სტუმრებზე იზრუნოთ. ექსტრანეთვორქის არცერთი პროდუქტი არ საჭიროებს წინასწარ გამოცდილებას ან ტექნიკურ ცოდნას. ჩვენი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სტუმრებზე ორიენტირებული ინსტრუმენტები ეხმარება სასტუმროებს, ბრენდის იმიჯის შექმნაში, სტუმრებთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებასა და მათთვის პოზიტიური გამოცდილების მინიჭებაში.